საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში ემიგრანტი ბავშვებისათვის ნახატების კონკურსს აცხადებს

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში პატარა ქართველ ემიგრანტებს სახალისო კონკურსს სთავაზობს.

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნახატი თემაზე „ახალი წელი საქართველოში“. გამარჯვებული კონკურსანტი საელჩოსგან დასაჩუქრდება როგორც ტკბილეულით, ასევე მისი ნახატი დაიტანება საელჩოს მიერ ოფიციალურად დაგზავნილი საახალწლო/საშობაო მისალოცი ბარათის გარეკანზე, რომელიც დაეგზავნება ნიდერლანდების სამთავრობო უწყებებისა და ქალაქ ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

პატარებმა ნახატი სათაურით „ახალი წელი საქართველოში“ უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა საელჩოს ოფიციალურ მისამართზე Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague ან ხარისხიანად დასკანერებული ასლი – საელჩოს ელექტრონულ მისამართზე thehague.emb@mfa.gov.ge.

გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ პატარას სახელი, გვარი, ასაკი და საცხოვრებელი ქალაქი.

ნახატის გაგზვან 14-წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ.