„სუხიშვილებმა“ საზოგადოებას ახალი პროექტი – „არტეფაქტები“ წარუდგინა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ საზოგადოებას ახალი პროექტი –„არტეფაქტები“ წარუდგინა.

„არტეფაქტები“ „სუხიშვილების“ პირველი პროექტია პანდემიის შემდეგ. იგი ილიკო სუხიშვილმა დადგა, მუსიკა კი გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა. კოსტიუმები მოცეკვავეებისათვის ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა თავად შექმნა.

კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.