“ვეფხისტყაოსნით” ინსპირირებული საოცარი ნამუშევრები ირანში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი ხელოვანისაგან

სხვადსხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მუდმივად ცდილობენ, აღმოუჩინონ ერთმანეთს ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება და ასევე, იზრუნონ განწყობის ამაღლებაზე. მერი დიასამიძე თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც საინტერესო ინიციატივით გამოვიდა –  გააკეთოს ონლაინგამოფენა, რომელზეც თურქეთში მცხოვრები ქართველები და არა მარტო ისინი, უცხოეთში  მყოფი ჩვენი თანამემამულეების ხელოვნებას გაეცნობიან.

პირველი ასეთი ხელოვანი ისპაჰანში(ირანში) მცხოვრები ქართველი, ჰელენ ჰუშანგის ასული იოსელიანია.

1992 წელს თეირანში უმაღლესი სასწავლებლის გრაფიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სკოლებსა და პედაგოგთა აღსაზრდელ სასწავლებლებში ხელოვნების ინსტრუქტორად, პარალელურად მონაწილეობს ხელოვნების კონკურსებში, ხშირად – როგორც ჟიური. ასევე სხვადასხვა დარგში აქვეყნებს ნაშრომებს, ემბლემებისა და ხელმოწერების დიზაინს.

 

“ინტერნეტ გალერეა….აქ საინტერესოა.
დარჩი სახლში …გარეთ კორონაა, ჩვენთან – ხელოვნების შედევრები. აირჩიე! ძვირფასო მეგობრებო, ვიცით, რომ ახლა ყველას გვიჭირს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი და ერთად გადავიტანოთ ეს რთული დარჩენილი დღეები. დღეებს იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება ეს კოშმარი. მე თქვენთვის ინტერნეტგამოფენა მოვიფიქრე. ცოტა განვიტვირთოთ. წინ კიდევ გვექნება სხვა მხატვრების გამოფენები. პირველი ინტერნეტგამოფენა კი მინდა მივუძღვნა ულამაზეს ქართველ ქალს, რომელიც ირანის ქალაქ ისპაჰანში ცხოვრობს,” – ამბობს იდეის ავტორი, მერი დიასამიძე.