“სიყვარულით საფრანგეთიდან… თავს გაუფრთხილდით“

ხაჭაპური გულგრილს რომ არავის ტოვებს, ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა არც ისე ბევრია მათი რიცხვი, ვინც საქართველოდან შინ დაბრუნებული ხაჭაპურის გამოცხობას ცდილობს. როგორც აღმოჩნდა, მათ რიცხვს ფრანგი იოანი (Yoann Jarron) მიეკუთვნება და პირველი ცდის შედეგიც კი წარმოგვიდგინა ფოტოების სახით.

„გამარჯობა, საქართველო. პირველ ცდაზე გაკეთებული იმერული ხაჭაპური. მეორედ უკეთესი გამოვა. სიყვარულით საფრანგეთიდან. თავს გაუფრთხილდით.“- წერს სოციალურ ქსელში იოანი.