თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები შემოიღო, რომელიც ქვეყნის 30 მთავარ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქში ავტომობილით შესვლასა და გამოსვლას კრძალავს. ამასთან, იზღუდება მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილებაც:
“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, 4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში იკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:
1. ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქ. ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;
2. თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;
3. ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;
4. პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3-ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08 “- ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში