თბილისის ბალეტის ფესტივალი ბრუნდება – წლევანდელი ფესტივალი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით მაყურებელს დაუვიწყარ სპექტაკლებს, მსოფლიო დონის ქორეოგრაფიასა და გამორჩეულ საღამოებს ჰპირდება.
ფესტივალის პროგრამა:
- 5 ივლისი
“გედების ტბა” – მარიამ ლომჯარია და დავი რამოსი (ავსტრალიის ბალეტი)
- 7-8 ივლისი
“მძინარე მზეთუნახავი”
7 – ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა (ინგლისის ნაციონალური ბალეტი)
8 – მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო
- 10 ივლისი
“ლაურენსია” – ნინო სამადაშვილი და გიორგი ფოცხიშვილი (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტი)
- 12 ივლისი
ბალეტის გალა – საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტები და მოწვეული სოლისტები: მაია მახათელი, სალომე ლევერაშვილი, გიორგი ფოცხიშვილი (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტი), ანდრო ფოცხიშვილი (სლოვაკეთის ნაციონალური ბალეტი) და ბახტიარ ადამჟანი (ასტანა ოპერა)
- 17-18-19 ივლისი
MASURCA FOGO – ლეგენდარული პინა ბაუშის დასის – Tanztheater Wuppertal Pina Baush-ის შესრულებით.
არ გამოტოვთ ცეკვის დღესასწაული თბილისის ბალეტის ფესტივალზე.
2026 წლის თბილისის ბალეტის ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.