ყველასათვის მოულოდნელად, მას შემდეგ, რაც გაზაფხულის მოსვლა ოფიციალურად ვიზეიმეთ და აყვავებულ ატმებზე მოვმართეთ ჩვენი ათასი საფიქრალით დაღლილი გონება, მარტმა თავისი “კლანჭები” მაინც გამოაჩინა. ხალხური გამოთქმაა – “მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო“. 17 მარტს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ხალხი რომ ბრძენია და ნანატრ თოვლსაც შევეგებეთ.
ვისთვის “უამინდობაა” ვისთვის კი შესანიშნავი “დარი” – დიდი ხნის უნახავი დათოვლილი თბილისის ხილვისათვის. მათ, ვინც ჭაღარაშერეული დედაქალაქი პირადად ვერ იხილა, ზურა ქართველიშვილის ფოტოკოლაჟით შეუძლია თვალი შეავლოს ულამაზეს თბილისს.