15 მარტს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ბეთჰოვენის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი საქველმოქმედო ეგიდით “ბავშვები უკრავენ ბავშვებისათვის” გაიმართება.
ბეთჰოვენის სონეტების საღამოზე, რომლის ორგანიზატორიც ქართველ მუსიკოსთა გაერთიანებაა (Art Musik Georgia) , 2 ქართველი შემსრულებელი – ელისაბეტ ნამჩევაძე და ლიზა მეიფარიანი დაუკრავს.
ქართველ მუსიკოსთა გაერთიანება გერმანიაში, ასევე მუსიკოსის, ანა ნანუაშვილის ინიციატივით 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბევრი საინტერესო და მასშტაბური პროექტი შესთავაზა ხელოვნების მოყვარულებს.