საოცარი აღმოჩენა ქვემო ახალშენში

საოცარი აღმოჩენებია ქვემო ახალშენში (თეთრი-წყაროს მუნიციპალიტეტი) – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გვერდზე ნიკა ანთიძე აქვეყნებს.

‘’5 თვეა არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალის პერიოდი იწყება მტკვარ – არაქსის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — III ათასწლეული ) პერიოდიდან გვიან შუა საუკუნემდე ( XVII-XVIII ).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფორთეფიკაციო ნაგებობა განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მშრალი წყობით არის ნაგები, რაც ძალზედ იშვიათობაა.’’

პროექტს აფინანსებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.