დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა ”Amina: Life” გაიხსნა.
ამინე ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა მოკლეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამინეს 34 ფოტო – ზუსტად იმდენი, რამდენი წელიც იცოცხლა ამ ქვეყანაზე. აქედან 17 ფოტო არის შავ-თეთრი, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ცხელი წერტილებიდან. ხოლო 17 ფერადი ფოტო კი ეძღვნება ამ უმშვენიერეს და უშიშარ ქალს, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებას შესწირა.
გამოფენა “Amina: Life” 2018 წელს უკრაინის პარლამენტში იყო წარმოდგენილი, 2019 წელს კი ის გამოიფინა პოლონეთის სეიმის შენობაში.
გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.