თურქეთის წამყვან გაზეთში “Sabah” თბილისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ავტორი, იდილ დემირელი, დეტალურად განიხილავს თბილისის ტურისტულ პოტენციალს და თურქ მკითხველს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს.
„თუკი ჩვენს შვებულებას უმეტესად საბერძნეთში ვატარებდით, დროა, გეზი აღმოსავლეთ მეზობლისკენ ავიღოთ“ – ნათქვამია სტატიაში.
“Sabah” პოპულარული თურქული გაზეთია, რომელიც 1985 წლიდან გამოდის და მისი ყოველდღიური ტირაჟი 300 000 ეგზემპლარზე მეტია.