პარიზში, ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზი”-ს მომღერალთა ჯგუფმა უმასპინძლა ირლანდიელების მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფს, ,,The Cork Georgian Ensemble”.
მათი სურვილი იყო კიდევ უფრო გაემდიდრებინათ ქართული რეპერტუარი. მასტერკლასს უხელმძღვანელა ,,ლაზის“ გუნდის ხელმძღვანელმა ალექსი ჭაუჭიძემ.
,,შრომატევადი დღე დაგვირგვინდა ქართული ტრადიციული სუფრით, რაც ასევე ირლანდიელების დიდი სურვილი იყო, საღამომ კი ძალიან მუსიკალურად ჩაიარა, ქართულ-ირლანდიურ ჰანგებზე. შემდეგი ერთმანეთთან შეხვედრა, რა თქმა უნდა ირლანდიაში გველოდება“ -აღნიშნულია ,,ლაზის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.