დიასპორულმა ორგანიზაციამ “ივერია” 9 წლის იუბილე აღნიშნა
ქართულმა კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრმა – „ივერიამ“, ქალაქ ოდესაში, ორგანიზაციის დაფუძნების 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საახალწლო ზღაპარი“ წარმოადგინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ივერიამ“ იუბილე საკუთარ შენობაში აღნიშნა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს “ივერია”-ს ხელმძღვანელმა შორენა გეგეშიძემ და ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა. მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრით ახალგაზრდა ვარსკვლავი, მომღერალი ნათია ბუგრიძე და საკვირაო სკოლა “ანა-ბანა”-ს ყველაზე უმცროსი აღსაზრდელები წარსდგნენ.
იუბილეზე, საქართველოს საკონსულოს სახელით, კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა საკვირაო სკოლა “ანა-ბანა“-ს აღსაზრდელები დაასაჩუქრა. ასევე, ცენტრს საჩუქრები გადასცა ბიზნესმენმა სერგეი რივნიმ და Торговий дім Грузії- მ.
ოდესაში არსებული დიასპორული ორგანიზაცია, ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“, 2010 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსებიდან დღემდე ცენტრი აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას, ინტენსიურად აწყობს კულტურული ღონისძიებებს და კონკურსებს.