საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.
როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.
ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.