ეკა ჩავლეიშვილი ფილმში კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ითამაშებს
სამხრეთ საფრანგეთში საიმონ ვუდსის ფილმის ‘’The Worst’’ გადაღება დაიწყო. ფილმში მთავარ როლებს ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი ასრულებენ. ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს.
მსახიობებს შორის ბევრი სხვა ვარსკვლავიცაა: ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი, ანა მაქსველ მარტინი და სხვა. ფილმის ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესია, რომელმაც ეკა ჩავლეიშვილი კინოდაჯილდოება ”ელისოს” ჟიურიში ყოფნისას 2024 წელს გაიცნო.
მოგეხსენებათ, ეკა ჩავლეიშვილს საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა ეთეროს როლის შესრულებისთვის, ფილმში ”შაშვი შაშვი მაყვალი”.
წყარო: AT.GE