შალვა გაჩეჩილაძემ საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა
ბელგიის ქალაქ ვუსტვეზელში საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირი – CSI3 Jumping Wuustwezel მიმდინარეობს. ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე და მისი ცხენი „ლამბადა“ გახსნის დღის შეჯიბრების გამარჯვებულებია.
ტურნირში 37 ქვეყნის 237 ცხენისა და მხედრის წყვილი მონაწილეობს. საცხენოსნო ტურნირი 24 ივნისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.