გიორგი ურუშაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
გიორგი ურუშაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 12 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 11 გამარჯვებით დაასრულა, ხოლო ფინალი ამერიკელ აიდენ ტსესთან დათმო და ვერცხლი მოიპოვა.
“16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ქართულ ფარიკაობას უდიდესი გამარჯვება მოუტანა! იგი პირველი ქართველია, ვინც ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და 15 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მედალი მოუტანა! (პირველად ეს მიხეილ მარდალეიშვილმა შეძლო 2011 წელს
)
ეს შედეგი არ მოდის შემთხვევით — ეს არის ბექა ბაზაძის და მერაბ ბაზაძის დაუღალავი შრომის, გამოცდილებისა და დიდი ტრადიციის გაგრძელება. სწორედ მათმა გზამ და შექმნილმა სკოლამ გააბრწყინა ახალი ვარსკვლავი — გიორგი ურუშაძე”, – ნათქვამია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.