გიორგი არაბულის ფილმმა “ალდი” ათენში Positively Different Short Film Festival-ზე მთავარი პრიზი მოიგო

Georgian Film Institute-ის ინფორმაციით,  გიორგი არაბულის ფილმმა “ალდი” ათენში Positively Different Short Film Festival-ზე მთავარი პრიზი მოიგო.

ფილმი გადაღებულია გიორგი არაბულის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით.

ალდი სოფლის ერთადერთი და უკანასკნელი მკვიდრია. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება და რიტუალების აღსრულებით უპატრონოს საკუთარ სულს, რომელსაც უცნაური ზმანებები დასჩემდა.

ფილმში მონაწილეობენ: გოგია გიგაური (ალდი), გაგა ჭინჭარაული, კახა ხუციშვილი, შოთა არაბული, ვაჟა ივანიაშვილი, ნიკოლოზ ავლახაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი.

ფესტივალის ძირითადი თემა და მიზანი პოლიტიკური თემატიკისა და იმ ისტორიების წარმოჩენაა, რომლებიც მეინსტრიმული ფოკუსის მიღმა რჩება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები