ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურის მფლობელთა ვინაობა ცნობილია

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში 60-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.
ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ევროპის პირველობის საგზური იყო, რომელთა მოპოვებაც მხოლოდ ჩემპიონებს შეეძლოთ.
ტურნირი განსაკუთრებით დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა – გამარჯვებულების ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა.
საბოლოო შედეგები:
გოგონათა შორის:
🥇 ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი: გიგა ყუფარაძე) – 7 ქულა
🥈 ბარბარე აშოთია (მწვრთნელი: დავით ჯოჯუა) – 7 ქულა
🥉 თეა რუსიტაშვილი (მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი) – 6.5 ქულა
ჭაბუკთა შორის:
🥇 ლუკა კილაძე (მწვრთნელი: ზურაბ სტურუა) – 6.5 ქულა
🥈 ანდრია კვირიაშვილი (მწვრთნელი: ზურაბ სტურუა) – 6.5 ქულა
🥉 ნიკოლოზ შამათავა (მწვრთნელი: დავით ჯოჯუა) – 6.5 ქულა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მონტენეგროში, ქალაქ ცეტინიეში, 5–16 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები