საერთაშორისო კულინარიულ კონკურსში საქართველოს წარმომადგენლებმა გამორჩეული შედეგები აჩვენეს
Იტალიაში, APF Valtellina-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კულინარიულ კონკურსში საქართველოს წარმომადგენლებმა გამორჩეული შედეგები აჩვენეს.
კოლეჯი „მერმისის“ სტუდენტებმა, ელენე სანაიამ და საბა გრიგალაშვილმა, რომლებიც საქართველოს შეფთა ასოციაციის პირველი კონკურსის მონაწილეები არიან, ღირსეულად წარადგინეს ჩვენი ქვეყანა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს შეფთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჟიურიმ დააჯილდოვა და ხაზგასმით აღინიშნა:
• კერძების საუკეთესო ხარისხი
• გუნდური მუშაობის საუკეთესო უნარები
• საუკეთესო გუნდური ხარისხი — საერთო პროფესიული მომზადების დონისთვის.
“15 ქვეყნის 21 გუნდს შორის ასეთი შეფასებების მიღება დიდი სტიმულია ჩვენი მომავალი შეფებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული კულინარიული განათლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გოგი ბაზანდარაშვილმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში
ვულოცავთ სტუდენტებს და პედაგოგებს ამ პროფესიულ აღიარებას! ![🇬🇪]()
![🤝]()
![🇮🇹]()
განსაკუთრებული მადლობა სსიპ კოლეჯს “მერმისი” ასეთი ნოვატორული მიდგომისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის. მან შეძლო და საკუთარ სტუდენტებს მისცა უნიკალური შანსი გასცდენოდნენ ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო კონკურსზე დაემტკიცებინათ თავიანთი ნიჭი. მადლობას ვუხდით კოლეჯის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მათ მიერ გაწეული შრომით ქართველი სტუდენტების ხმა იტალიაში, პროფესიულ დონეზე გაჟღერდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.