საერთაშორისო ჩემპიონატზე წყალში ხტომაში ქართველმა სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს

უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე წყალში ხტომაში სამივე საპრიზო ადგილი ქართველმა სპორტსმენებმა – ალექსანდრე ცხომელიძემ, გიორგი წულუკიძემ და კოკა საკანდელიძემ დაიკავეს.
“ასეთი რამ წლებია არ მომხდარა, ბოლოს, ჯერ კიდევ ძველი დროშის დროს იყო, როდესაც საქართველოს წარმომადგენლებმა კვარცხლბეკის სამივე ადგილი ერთდროულად დაიკავეს, მაშინ ეს გოგოებმა შეძლეს ასევე უნგრეთში, ქ. სოლნოკში.
ახლა კი მეორდება ეს საოცარი შეგრძნება, ასევე უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში, ოღონდ ამჟამად ბიჭების: ალექსანდრე ცხომელიძის, გიორგი წულუკიძის და კოკა საკანდელიძის დამსახურებით.
🇬🇪🇬🇪🇬🇪სამმაგად აფრიალდა საქართველოს დროშა,
🇬🇪🇬🇪🇬🇪სამმაგი სიხარული მოუტანა საქართველოს და მწვრთნელებს
🇬🇪🇬🇪🇬🇪სამმაგად გვეამაყებიან
13 ქვეყანას შორის 3 მეტრი ტრამპლინიდან, საოცარ ბრძოლაში, სადაც ერთი პატარა შეცდომაც უკვე წაგებას ნიშნავდა, სადაც ბოლო ხტომების გაკეთება უკვე ფსიქოლოგიური ბრძოლა იყო,
სადაც ბევრი კონკურენტი გატყდა, ამათმა ბოლომდე იბრძოლეს და დაანახვეს ყველას, რომ ამ პატარა ქვეყანას, დიდი გული და დიდი ამბიციები აქვს ❤️
🥇ალექსანდრე ცხომელიძე – 444.40 ქულა, საქართველო
🥈გიორგი წულუკიძე –  444.25 ქულა, საქართველო
🥉კოკა საკანდელიძე – 439.60 ქულა, საქართველო”, – ნათქვამია წყალში ხტომის კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველმა სპორტსმენებმა 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებშიც ოქროს მედალი მოიპოვეს. ადგილები ასე გადანაწილდა:
🥇გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე –  251.19 ქულა, საქართველო
🥈ლოვრო სტამბაკი და ვიდ ბეგანოვიჩი – 239.76 ქულა, ხორვატია
🥉 ვეიკა კაუპინენი და ეინო პულვანაინენი – 236.61 ქულა, ფინეთი
ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი თეკლე შარიამ მოიპოვა.
🥇ადგილი ალექსანდრა ბლაჟოვსკა –  231 ქულა, პოლონეთი
🥈 ტერეზა იელნიკოვა –  220.95ქულა, ჩეხეთი
🥉 თეკლე შარია –  212.50 ქულა, საქართველო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები