გვანცა ბუცხრიკიძე ბრუკლინის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო
ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ბრუკლინის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო, კონცერტმაისტერი გახდა. ინფორმაციას გვანცა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ცხოვრების ახალი ეტაპი😍 გავხდი ბრუკლინის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო, კონცერტმაისტერი. მადლობა დირიჟორს ნდობისთვის.
თავისით არაფერი მოსულა ჩემს ცხოვრებაში, ამ შემთხვევაშიც ბევრი ვიბრძოლე❤️🇺🇸🇬🇪“ – წერს გვანცა ბუცხრიკიძე