ჯგუფური გამოფენა – Heartbeat გაიხსნება

14-დან 17 თებერვლამდე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ჯგუფური გამოფენა – Heartbeat გაიმართება.
გამოფენა 14 თებერვალს, 15.00 საათზე  გაიხსნება.
შალვა ძნელაძის მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: მანჩო ელიზარაშვილი, ქეთი აბელაშვილი, ქეთი თავდუმაძე, სალი ყვირალაშვილი, ეკა რუხაძე, გულიკო წულუკიძე, თამარ სუხიტაშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ზურა გიკაშვილი, დათო თელია, ლევან ვეკუა, ბეჟან ბოტკოველი.

„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს და დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფერო“, – წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.

მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები