ბათუმში ფიდეს მსოფლიო თასი დასრულდა

ბათუმში ფიდეს მსოფლიო თასი დასრულდა. 8–12 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის გამართული გრანდიოზულ ტურნირში მონაწილეობდა 300-მდე მოჭადრაკე 40-მდე ქვეყნიდან — მათ შორის იყვნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ნიჭით, ხასიათითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდნენ.

ტურნირი სტანდარტულისგან განსხვავებული ფორმატით შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად, ორ ქვეჯგუფში ჩატარდა.

ფინალში ქვეჯგუფის შესაბამის ადგილზე გასული მოჭადრაკეები ერთმანეთს ორ პარტიაში დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და ფასიანი პრიზებით:

MacBook Air 2023/24, iPhone 16 და iPad

სასტუმრო ‘გრანდ ბელაჯიოში’ გამართულ მსოფლიო თასის დახურვის ცერემონიაზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს:

ფიდეს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა; ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა აკაკი იაშვილმა; მსოფლიო თასის საპელაციო კომისიის ხელმძღვანელმა ოზგურ სოლაკოგლუმ და სხვა საპატიო სტუმრებმა.

დიდი  მღელვარება  გამოიწვია სპეციალურმა გათამაშებამ, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩაატარა დახურვის ცერემონიაზე — დოლურაში მოთავსებული იყო ყველა მონაწილის სახელი/გვარი და რიგობითი ნომერი. ფიდეს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩია იღბლიანი მოჭადრაკე, რომელიც დაჯილდოვდა iPhone 16 Pro Max-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები