ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სომეხი სამველ გრიგორიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მან მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე შვეიცარიელი რამონ ბეჩჰარტი და ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან დათმო.

ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი მურათ ფირათი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ხორვატიელი დომენიკ ეტლინგერი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან დათმო და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც შვეიცარიელი ანდრეას ვეტში დაამარცხა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები