25 იანვარს ბავშვთა საგუნდო ფესტივალის დასკვნით კონცერტი გაიმართება

თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 25 იანვარს, 15 საათზე ბავშვთა საგუნდო ფესტივალის დასკვნით კონცერტი გაიმართება თბილისში მდებარე შერიგების ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

ბავშვთა საგუნდო ფესტივალი ასურეთში, რომლის დროსაც ბავშვთა გუნდები გერმანულ სიმღერებს ასრულებდნენ, ჩატარდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანულ უმცირესობებისთვის მხარდასაჭერი სახსრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები