დენის ტენის მემორიალზე ანასტასია გუბანოვამ პირველი  ადგილი დაიკავა

4 ოქტომბერს, ყაზახეთში, “დენის ტენის მემორიალზე” მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ქალებს  შორის. 18  მონაწილე  სპორტსმენისგან პირველი  ადგილი, 195.91 ქულით, ჩვენი ნაკრების  წევრმა ანასტასია გუბანოვამ დაიკავა.

ამავე  დღეს ყინულის მოედანზე  სპორტულმა წყვილებმა  რიტმული  ცეკვები შეასრულეს. სამედიცინო  დასკვნის  საფუძველზე, რომელიც  გლებ სმოლკინის  ჯანმრთელობას  უკავშირდებოდა, ტურნირს  გამოეთიშა  ჩვენი ნაკრების მოცეკვავე  წყვილი დიანა დევისი  და  გლებ  სმოლკინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები