ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „Edison Klassiek”-ის გამარჯვებულია
ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა „Edison Klassiek“-ის დაჯილდოებაზე ნომინაციაში „Newcomer“ გაიმარჯვა. მან ჯილდო თავისი პირველი ალბომისთვის „Meeting My Shadow“ მიიღო.
“მოვიგე „Edison Klassiek” ნომინაციაში “Newcomer” ჩემი პირველი ალბომისთვის „Meeting My Shadow“”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილი.
ედისონის პრემია უძველესი და ყველაზე ცნობილი მუსიკალური პრიზია ნიდერლანდებში და გამარჯვებულებს ის 1960 წლიდან გადაეცემა.