კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.

პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; კალიგრაფი გიორგი სისაური;

ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“ , ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.

ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები