ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში ქართველმა სუმოისტებმა 8 მედალი მოიპოვეს

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში პირველ საჭიდაო დღეს U21 წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა ლუკა ავაზაშვილმა +100 კგ.

ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით აბალაკმა, რომელიც სულ რაღაც 16 წლისაა და მასზე ბევრად უფროსებთან მოუწია ასპარეზობა

მეორე საჭიდაო დღეს 23 -წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 5 მედალი (ორი ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიპოვა.

+115 კგ -ში  და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ორჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი ზურა წიქორაძემ, მან დაუმარცხებლად დაასრულა ჩემპიონატი.

ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით აქუბარდიამ -92 კგ -ში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა გამთენაძემ – 100 კგ.

გუნდურ დაპირისპირებაში კი საქართველოს 23 -წლამდელთა ნაკრებმა მეხუთე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე საჭიდაო დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლის – 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა ჯელაძემ.

ბრინჯაოს მედალი -100 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა საბა გამთენაძემ.

მეორე ვერცხლის მედალი კი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა გუნდურ დაპირისპირებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები