ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად 47 ყუთი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი მიიღო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად მიიღო 47 ყუთი უახლესი სასწავლო, სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა დარგში, ასევე ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი, რომელსაც ახლო მომავალში გაგაცნობთ. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნები დაბეჭდილია ცნობილი გამომცემლობის, Nova Science Publisher-ის მიერ, რომელიც 1985 წელს ნიუ იორკში გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა. ფრანკ კოლუმბუსი მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

ამჟამად Nova Science Publisher-ი წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც არის განთავსებული.

უახლესი ლიტერატურა მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები