საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა იოან მურესანის მემორიალი ბრწყინვალედ დაიწყო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – იოან მურესანის მემორიალი ბრწყინვალედ დაიწყო. 20 აპრილს, მედლები 6 წონით კატეგორიაში გათამაშდა და 5-ში ოქროს მედალს ქართველი მოჭიდავე დაეუფლა.

ჩემპიონები გახდნენ ზურაბ დოთიაშვილი (38 კგ), დავით მძევაშვილი (44 კგ), იოანე სხილაძე (52 კგ), რომან ჯიბუხაია (62 კგ) და დავით გორგაძე (75 კგ). ლუკა შარიქაძემ (85 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი ქარელმა (38 კგ), დაჩი ბარბაქაძემ (44 კგ), ზურაბ გიგუაშვილმა (75 კგ) და საბა პაპაშვილმა (85 კგ) – ბრინჯაოები.

21 აპრილს, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები და საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, ოთხივე წონაში ჩემპიონი ჰყავდეს. ორში სულაც ქართული ფინალები შედგება.

41 კილოგრამში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს საბა მინდიაშვილი და ლუკა პაპიაშვილი დაეჭიდებიან, 48 კილოგრამში – თემურ თუთარაშვილი და გიორგი სიჭინავა. ვალერი შუბითიძესა (57 კგ) და რატი რევაზაშვილსაც (68 კგ) თითო გამარჯვება აშორებთ ჩემპიონის ტიტულს. დაჩი ფილიშვილი (57 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები