ქართველმა ჩოგბურთელებმა Billie Jean King Cup -ზე პირველი წრიული მატჩების სერია C ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩოგბურთში, ვილნიუსში მიმდინარე Billie Jean King Cup-ზე, ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი წრიული მატჩების სერია C ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა.
ნაკრები სამი დღის მანძილზე , სამ ქვეყანას დაუპირისპირდა და ჯამში ცხრა მატჩი ჩაატარა.
ჩატარებული ცხრა მატჩიდან, ნაკრებმა ექვსს მატჩში გაიმარჯვა, ხოლო სამ მატჩში დამარცხდა. საუკეთესო მაჩვენებელი ახალგაზრდა ზოზია ქარდავას აქვს, რომელმაც სამი ჩატარებული მატჩიდან სამივეში გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხებათ ეკატერინე გორგოძეს და კალაშნიკოვა/ძალამიძის წყვილს, ეკატერინე გორგოძემ მალტის წარმომადგენელს სძლია, ხოლო კოსოვოს და ეგვიპტის გუნდების წარმომადგენლებთან დამარცხდა. კალაშნიკოვა/ძალამიძის წყვილმა კი სამიდან ორ მატჩში, მალტასთან და ეგვიპტესთან გაიმარჯვა.