გიორგი გიგაშვილი ტერენს ჯად-ჰალის( Terrence Judd-Hallé) პრემიის გამარჯვებულია

BBC Radio 3 ყოველწლიურად ახალი თაობის გამორჩეულ პიანისტს ირჩევს ტერენს ჯად-ჰალის( Terrence Judd-Hallé) ჯილდოს გამარჯვებულად. წელს ამ პრემიით გიორგი გიგაშვილი დაჯილდოვდა.

„მუსიკალური კარიერის დასაწყისში ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ასეთი მხარდაჭერისთვის და ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოტივირებული და ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი Hallé Orchestra-სთან შეხვედრას, დაკვრას და მუსიკოსების უკეთ გაცნობას“, – განაცხადა გიორგი გიგაშვილმა.

საოცრად ნიჭიერი პიანისტი, ტერენს ჯადი 1979 წელს ტრაგიკულად დაიღუპა 22 წლის ასაკში. მისი სახელობის ჯილდო 1982 წელს დაარსდა და გადაეცა ისეთ ცნობილ პიანისტებს, როგორებიც არიან სერ სტივენ ჰაფი, ნიკოლაი ლუგანსკი, ელიზაბეტ ბრასი და ტომ ბოროუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები