ბატუტზე ხტომაში პარიზის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი -2008, ლონდონი -2012, რიო -2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო.

პარიზის ოლიმპიურ ბატუტზე ქალებში გამოსვლის უფლება მოიპოვა ჩინეთმა, დიდ ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა, აზერბაიჯანმა, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა და საქართველომ.

აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს პარიზის ბერსი არენაზე ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ ორ სპორტსმენს შეეძლება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატუტზე ხტომაში სახელობითი ოლიმპიური კვოტები არ თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში წამსვლელის შერჩევისას საბოლოო სიტყვა ეროვნულ ფედერაციას ეთქმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები