აბუ-დაბის საერთშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

15 – 18 თებერვალს, აბუ-დაბიში გაიმართა საერთშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. ტურნირზე საქართველო აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ნაკრები გუნდის წევრებით იყო წარმოდგენილი.

ნიკოლ ფადეევამ და დავით გურგენიძემ მორიგი წარმატება მოიპოვეს თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში. Basic Novice Girls კატეგორიაში თავისუფალ პროგრამაში ნიკოლ ფადეევამ ოქროს მედალი მოიპოვა, დავით გურგენიძემ კი Intermediate Novice Boys კატეგორიაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. იუნიორთა კატეგორიაში კი ორი პროგრამის  ჯამში  გამარჯვებული აიშა ალახვერდიევა გახდა.

ნოვისების  კატეგორიაში ასპარეზობდა “Ice Arena Academy”-ს ნორჩი მოციგურავე ანა გაბაშვილი(მწვრთნელი სალომე  შავიანიძე), რომელმაც 14 სპორტსმენს შორის იასპარეზა “intermediate”-ს კატეგორიაში და მე -6 შედეგი  აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები