საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ისტორიული შედეგი დააფიქსირა

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში  10-მა კუდოისტმა იასპარეზა და ცხრამ მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ) და აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა;

ტურნირის MVP-ი საბა მარკელია (U16, – 42 კგ) გახდა, საბამ ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებისთვის გუკა ხუბუტია (U16, – 48კგ) დააჯილდოვეს. საქართველოს ღირსებას გოგონებს შორის იცავდა ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს დელეგაციას კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბელაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები