ლევან ფანცულაიამ ინდოეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი დაიკავა
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ვაჟთა შორის, საერთაშორისო დიდოსტატმა, ლევან ფანცულაიამ ინდოეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა დიდოსტატმა მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და 10-იდან 8,5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად გაიმართა და მასში 10 ქვეყნის წარმომადგენელი, 150 მოჭადრაკე მონაწილეობდა.