საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ტოკიო 2023 გრან-პრის გათამაშებიდან 5 მედლით ბრუნდება

ტოკიოში გამართულ გრან-პრიზე პარაძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. რევაზ ჩიკოიძემ (+90კგ) ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახ მოწინააღმდეგეს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. შეჯიბრებაზე პარაძიუდოისტები ზვიად გოგოჭური და ინა ქალდანი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

გრან-პრიზე მესამე ადგილისთვის ქართული დაპირისპირება გაიმართა – გოგოჭურმა (-90კგ.) ყიზილაშვილი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს, ტურნირის პირველ დღეს, ნუკრი მიღრიჯანაშვილი და გიორგი ქალდანი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები