ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Monte Carlo Gastronomie“ ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „LEPONTCAUCASIEN“ ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Monte Carlo Gastronomie“ ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი,  კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.

ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები