გურჯაანში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
გურჯაანში, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას 200 ახალგაზრდა იღებდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან.
ფორუმში მონაწილე სპიკერებმა, აუდიტორიას, თემაზე – „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი” მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, გაიმართა “მრგვალი მაგიდა” ახალგაზრდებს შორის. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ საუკეთესო სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა ფორუმის თითოეულ მონაწილეს.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორში” გაიმართა, მოეწყო გასტრონომიული გამოფენა, სადაც ფორუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათივე ქვეყნებში წარმოებული ნიშური ტკბილეული, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი.
გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე ჟიურიმ საუკეთესო ქართველი და ევროპელი სპიკერი გამოავლინა.
ფორუმის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ინტელექტუალური კონკურსის “მრგვალი მაგიდის” გამარჯვებული გუნდი მარიამ ზედელაშვილის ლიდერობით, რომელსაც გადაეცა სპეციალური ჯილდო, ხოლო გუნდის წევრებს (გაგა ზირაქაშვილი, ქეთი ზირაქაშვილი, ეკატერინე ზვერიაშვილი, გოჩა ზედელაშვილი, თამარი თანანაშვილი, სოფიკო თამაზაშვილი და იაკუბ მაკოვსკი/Jakub Makowski) სერტიფიკატები.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა.