Silk Factory Studio-ში  ქართულ – ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებული გადაღებული ფილმების პრემიერა გაიმართა

საქართველო ისრაელის დიპლომატიური კავშირის იუბილესთან დაკავშირებით აბრეშუმის ქარხანაში, Silk Factory Studio-ში  ქართულ – ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებული გადაღებული ფილმების პრემიერა გაიმართა.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო თანამშრომლობს ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობთან, რეჟისორთან და დრამატურგთან, ანა სანაიასთან, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შექმნა 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართულ-ებრაული მეგობრობის ისტორიებზე. ანა სანაიამ შეკრიბა გამორჩეულად ნიჭიერი შემოქმედებითი გუნდი და მოახდინა საკუთარი ორიგინალური სცენარის ვიდეო ადაპტაცია“- ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამივე ფილმის პრემიერა Silk Factory Studio-ში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები