ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ზუსტ ადგილმდებარეობასა და ფოტო-მასალას მიაკვლიეს

ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ზუსტ ადგილმდებარეობასა და ფოტომასალას მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

„მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ საბოლოოდ მივაკვლიეთ ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ზუსტ ადგილმდებარეობასა და ფოტომასალას!

ანკარაში ჩემი საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან, თურქ ისტორიკოსებთან და მკვლევრებთან ერთად, დავიწყეთ არქივებსა და კერძო კოლექციებში დაცული მასალების შესწავლა, რომლის შედეგადაც მივაკვლიეთ ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს შენობის ადგილმდებარეობასა და ფოტომასალას. აღნიშნულ შენობაში, საქართველოს დიპლომატიური მისია განთავსებული იყო 1921 წლის 31 იანვრიდან 22 მარტამდე. ამასთან, მალე დავასრულებ თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ მეორე კვლევას, რომელშიც დაწვრილებით მიმოვიხილავ აღნიშნულ საკითხს.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი საელჩოს შენობა დღემდე ვერ შენარჩუნდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თანდართული ფოტო გადაღებულია 1921 წელს და ფართო საზოგადოებისთვის ქვეყნდება პირველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები