ბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოჰყვა. ავიაკომპანია “აზერბაიჯან ეარლაინსის” პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.

პანდემიის შემდეგ ბაქო – ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წელს, არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები 5-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის   ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგიდან და ტაშკენტიდან შეასრულა. ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენა 12 ქვეყნიდანაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები