ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი ფრანგულ ტელესივრცეში – ნატალია ოდიშარიას პარიზული თავგადასავალი

ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი ჟურნალისტი საფრანგეთიდან ნატალია ოდიშარიაა. ის თბილისში დაიბადა, ბავშვობა კი, ბათუმში გაატარა. 8 წლის იყო ემიგრაციაში, საფრანგეთში ოჯახთან ერთად რომ გაემგზავრა. ხელში მხოლოდ 100 ევროთი, ახალი ოცნებებით და იმედებით გადალახეს საზღვარი და ახალი ცხოვრება დაიწყეს… პატარა ნატალიას რთული პერიოდის გავლა მოუწია. ადაპტაცია და ახალ ცხოვრებასთან შეგუება მარტივი არ იყო, თუმცა  თანდათან შეეჩვია და ადგილის დამკვიდრებაც შეძლო.

ნატალიამ საფუძვლიანი ევროპული განათლება მიიღო. პროფესიული ცოდნა რამდენიმე მიმართულებით დააგროვა. ქართველი გოგონა საფრანგეთში ცნობილი სასწავლებლის Sciences Po კურსდამთავრებულია. დღეს არის France Info TV-ისა და France 2-ის ჟურნალისტი. 27 წლის ჟურნალისტის მიზანი, საავტორო პოლიტიკური გადაცემის შექმნა და ტელეწამყვანობაა. ამისთვის ბევრს შრომობს და აქტიურ ნაბიჯებს დგამს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები