ბაია გრძელიშვილი “Perkiomen School”–ში სრული დაფინანსებით ისწავლის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ – ერთ პრესტიჟულ სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის.

„პენსილვანიის შტატის “Perkiomen School”–ში სწავლის უფლება მან ASSIST სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა, რასაც უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 2022 წლის ივნისში ის უკვე აშშ-ში როჩესტერის GENIUS საერთაშორისო ოლიმპიადაზეც მიიღებს მონაწილეობას ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციაში. ირწმუნება, რომ საქართველოს აუცილებლად ასახელებს, რადგან  ამისთვის ბავშვობიდან ბევრს შრომობს“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

ბაია გრძელიშვილი ჯერ მე-11 კლასელია, მაგრამ უკვე ილიაუნის საინჟინრო სკოლის დასრულებაც მოასწრო. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო Digi Edu Hack ჰაკათონში, სადაც მისი გუნდი საუკეთესოდ დასახელდა. 2021 წლის დეკემბერშიც,  ბაიას გუნდი ტექნოპარკის მიერ განხორციელებულ რობოტიკის ჰაკათონზე მეორე საპრიზო ადგილისთვის დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები