გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი მახარობლიძის სახელობის გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომის ,,მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ქართული თარგმანი იტალიაში მოღვაწე ქართველ მთარგმნელს და პედაგოგს, მაია ტურაბელიძეს ეკუთვნის.

„წიგნი დაწერილია მკვლევარ მარიო ვალეს მიერ, რომელიც პარალელს ავლებს მსოფლიო დონის პედაგოგის მარია მონტესორის მეთოდებსა და პედაგოგიკასთან ანუ როგორ გამოიყენებდა ეს უკანასკნელი თანამედროვე ტექნოლოგიებს ბავშვის გონების განვითარებისა და მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის. წიგნში განხილულია ბავშვის ანატომია-ფიზიოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია, ყოფითი პირობები, სასკოლო სისტემები, ძველი და თანამედროვე ეპოქა და მონტესორისეული პედაგოგიკა-მეთოდები” – აღნიშნა მთარგმნელმა მაია ტურაბელიძემ.

პრეზენტაციის ფინალურ ნაწილში გაიმართა თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების განხილვა-დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები