თსუ-ში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში თსუ პროფესორების, მეცნიერების, მკვლევრების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული წიგნები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ქართველი მწერლები და ლიტერატურით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტისა და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე, თსუ ბიბლიოთეკის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოცემული 800-მდე წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის სხვადასხვა მიმართულების უახლეს კვლევასა და აღმოჩენებს ასახავს. გარდა ამისა, ამ პერიოდში რამდენიმე ასეული ონლაინ სამეცნიერო გამოცემა მომზადდა.

ღონისძიებაზე თსუ კურსდამთავრებული ვასილ მაღლაფერიძე, საავტორო გადაცემის „ჩემი საქართველო“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედიური პროექტის „საქართველო 360“ განხორციელებისთვის და მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები