“როცა სიცოცხლის შორ გატაცებას, ვუახლოვდებით რად გვწყდება გული?” – გალაკტიონის ექსპრომტი
საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება დოკუმენტი, გალაკტიონ ტაბიძის ექსპრომტი „ტუტკუს“.
გალაკტიონის ეს ლექსი ეძღვნება პეტრე (ტუტკუ) გვარამიას, პეტრე (ტუტკუ) გვარამია- ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და გამომცემელი იყო, სწორედ მან გამოსცა გალაკტიონის ლექსების პირველი კრებული. გვარამია 1924 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. ამ ლექსს პეტრე გვარამიას ქვრივი ნუცა აბესაძე 61 წელი ინახავდა.
გალაკტიონის ავტოგრაფი ეროვნულ არქივს გამოფენისათვის „რეპრესიები საქართველოში“ პეტრე გვარამიას შთამომავლებმა გადასცეს.
“როცა სიცოცხლის შორ გატაცებას,ვუახლოვდებით რად გვწყდება გული?/ მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავია, ჩვენი ერთობა და სიყვარული! /მეგობრის გული როდის არ იგრძნობს მეგობრის სულის იდუმალებას?/ იგი აქარწყლებს მწარედ დაფარულს / მწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!”
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი