შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 61 კგ. წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში 126/131კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ძალოსანმა აკვრაში თავი 150/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამითაც.
“მიუხედავად ტრავმებისა და გადატანილი ოპერაციებისა მიშველიძე ოქროსთანაც ძალიან ახლოს იყო. ქართველი ძალოსანი მეტოქეს ატაცსა და აკვრაში მხოლოდ თითო კილოგრამით ჩამორჩა.
საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა რამინ შამილიშვილმა კი ატაცში 117/120/122 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 141/145 კილოგრამს გაართვა და მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 267 კილოგრამით კი მე-7 პოზიციაზეა!“, – ნათქვამია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახლავთ, მწვრთნელები ავთო გახოკიძე და გია ცირეკიძე. შოთა მიშველიძის პირადი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა.